Hereti FM

გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპულთა სახლი გაქურდეს

91
Share Button

თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ძმების ბინა მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს.

შემთხვევა გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, 235 ლარია წაღებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

“სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს”, – განუცხადეს რადიო “მოზაიკას”. გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად. ისინი ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ და დედაქალაქში, მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ. ძმები და კიდევ 5 ადამიანი ქეთევან წამებულის გამზირზე 31 იანვარს გარდაიცვალნენ. ტრაგედია სახლში გაზის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი