Hereti FM

მოდელი ენჯი შერბურნი ქურდობაში დემნა და გურამ გვასალიებს ადანაშაულებს

162
Share Button

მოდელი ენჯი შერბურნი Vetements-ის დამაარსებლებს დემნა და გურამ გვასალიებს ქურდობაში ადანაშაულებს.

მოდელის თქმით, 5 წლის წინ, 2014 წელს გვასალიებმა ფოტო გადაუღეს, რომელიც მათი ერთ-ერთი სამოსის წარმოსაჩენად იყო განკუთვნილი, თუმცა მას შემდეგ დემნა და გურამ გვასალიებმა მოდელის ეს ფოტო არაერთხელ გამოიყენეს. 

მოდელმა დემნა და გურამ გვასალიებს მისი ფოტოს გამოყენებისთვის თანხა რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა ბრენდის დამაარსებლებმა თანხის მიცემაზე უარი განაცხადეს.

“ბევრს არაფერს ველოდები ამ ქურდებისგან (და მერწმუნეთ, ფული ერთადერთი არ არის, რაც ამ ადამიანებმა ხალხისგან მოიპარეს)”,  – წერს მოდელი. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი