fbpx
Hereti FM

რუსეთი თბილისისგან ჰაკერის ექსტრადირებას ითხოვს

201
Share Button

რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოდან თბილისში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც ტუროპერატორებს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს პოდპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს კავშირში.

BBC-ის ინფორმაციით, სუმბაევი საქართველოში 5 ნოემბერს ცეცხლსასროლო იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ახლა ის თბილისის მე-8 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

რუსული მხარე ვარაუდობს, რომ დაკავებულის ექსტრადიცია აპრილისთვის განხორციელდება. თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი