მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“[ია კერზაიას] სამძიმარზე როგორ არ მიხვედით”

ია კერზაიას საქმე – განათლების მინისტრის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში დეპუტატების მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობდა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მიხეილ ბატიაშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებლის გარდაცვალების საკითხზე.

დეპუტატმა პარალელი გაავლო ხორავას ქუჩაზე მომხადარ ტრაგედიასთან და აღნიშნა, რომ მინისტრმა თავისი როლი ამ საქმესთან დაკავშირებითაც არ შეასრულა.

განათლების მინისტრს ასევე აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” თავმჯდომარის მოადგილე, ლელა ქებურია. მან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ მიხეილ ბატიაშვილმა დირექტორის ოჯახს არც კი მიუსამძიმრა.

მოსიმინეთ ლელა ქებურიას და ირაკლი აბესაძის განცხადებები.

მოგვიანებით, მიხეილ ბატიაშვილმა ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ია კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მინისტრის თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გენინსპექციის შესვლა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია.

„არანაირი თანამშრომელი არ ყოფილა არა სამინისტროსი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ. „ოდეერი“ არ იყო, პირდაპირ გეუბნებით,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button