მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

დონალდ ტრამპმა ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა.

7 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივას მოაწერა ხელი. ხელმოწერას პროექტის ავტორ, პრეზიდენტის მრჩეველ ივანკა ტრამპთან, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნებთან და რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ ქალთან ერთად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე ესწრებოდა.

ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.

“მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ვარ. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს კი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომით, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველო ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ მასშტაბურია. ქალებს აქვთ მომავალი და მთელს მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ს პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ,” – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button