რეგიონისიახლეები

“ენერგო-პრო ჯორჯია” 2019 წელს 110 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

კომპანია “ენერგო-პროჯორჯიამ” კახეთში, ლოპოტას სასტუმრო კომპექსში, გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გივი ჯღარკავამ განაცხადა,  2018 წელს ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით  განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში; აშენდა საკაბელო ხაზები.

2018 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 962 მლნ ლარი, საიდანაც 557 მლნ ლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შესყიდვას, 147 მლნ ლარი კომპანიამ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში.  რაც შეეხება კახეთს, გასულ წელს რეგიონში 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.  

“ენერგო-პროჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ განაცხადა, რომ კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი, რიც გამოც თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კომპანია”ენერგო-პროჯორჯიას” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე 2019 წელს მათ დაგეგმილი აქვთ 110 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციის განხორციელება.

“ვთვლით, რომ 2019 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის. კიდევ უფრო იზრდება საინვესტიციო პროექტების ოდენობა და ბიუჯეტი.” – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება 2018 წელს დაწყებული პროექტი,  რაც  სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას გულისხმობს.  

“ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის და მისი მოადგილე გივი ჯღარკავას ხმა


სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა

მსგავსი პოსტები

Back to top button