მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კამათი ილიაუნის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა. სტუდენტები მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, – რატომ გაუქმდა ბიზნეს სკოლა.

სტუდენტები უკმაყოფილო არიან უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

სტუდენტების პასუხად რექტორმა რეფორმის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ბიზნესი ყველაზე სწრაფი ტემპებით ტექნოლოგიასთან კავშირში ვითარდება.

სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ, რადგან მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მოისმინეთ შეხვედრის მონაწილე სტუდენტის, ილიაუნის რექტორ გიგა ზედანიას და ილიაუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილ უფროს გიორგი პაპავას კომენტარები.

სტუდენტთა პროტესტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც რეორგანიზაციის მოტივით, ბიზნესის სკოლის ნაცვლად, შეიქმნა ახალი ფაკულტეტი; ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა, ხოლო გიორგი ქადაგიძის შემდეგ, ილიაუნიდან გაათავისუფლეს ქადაგიძის მხარდამჭერი გიორგი პაპავაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button