Hereti FM

ბერლინალე 2019 მიმდინარეობს

245
Share Button

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 7 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.”ბერლინალე პალასტში”, სადაც საფესტივალო ფილმებს უჩვენებენ, უამრავმა ცნობილმა რეჟისორმა, მსახიობმა და პროდიუსერმა მოიყარა თავი.

რადიო თბილისის სპეციალური კორესპონდენტი ბერლინიდან იუწყება რომ, ეფექტური და მომხიბვლელი იყო წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ფრანგი კინოვარსკვლავი, ჟულიერ ბინოში.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დირექტორისათვის, დიტერ კოსლიკისთვის ეს ბოლო ფესტივალია, რადგან საკონტრაქტო ვადა სწორედ 2019 წელს უმთავრდება. ის 18 წლის განმავლობაში განკარგავდა საფესტივალო პოლიტიკას და გემოვნებას. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მას ეძღვნებოდა ფესტივალის გახსნის საღამოც.

დიტერ კოსლიკი, როიტერის ფოტო

ამავე საღამოზე პუბლიკამ კინოვარსკვლავი ენდი მაკდაუელიც იხილა.

ფესტივალზე 400-მდე ფილმს უჩვენებენ, მათგან 17-ი საფესტივალო პროგრამაშია. წლევანდელი ,,ბერლინალეს” გამარჯვებული 17-თებერვალს გახდება ცნობილი.
საქართველოდან მხოლოდ ერთი ანიმაციური ფილმია წარდგენილი, საკონკურსო პროგრამაში.”ომის იავნანა“ – ფილმის ავტორი გერმანიაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი იანა უგრეხელიძეა.

ნამუშევრის თემა აფხაზეთის კონფლიქტზეა. სურათში ომი ბავშვის თვალით არის დანახული, თავად ფილმის ინსპირაციაც ომგამოვლილი მეგობრები არიან.

ბერლინალე წელს 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.

ქალაქ ბერლინის და ბერლინალეს მთავარი სიმბოლო დათვია. ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია განსხვავებულია წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს ვხედავთ, რაც არაორაზროვანი მინიშნებაა ეკოლოგიაზე.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი