Hereti FM

საპროტესტო აქცია და პეტიცია ზუგდიდში

116
Share Button

ზუგდიდის მერიის წინ შეკრებილებმა ხელმოწერები დატოვეს პეტიციაზე – “სოლიდარობა თენგიზ ქობალიას“. მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ თენგიზ ქობალიას დედა, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები და ადამიანები, რომლებიც მას იცნობენ. მაგალითად, „ლაივპრესი“ ესაუბრა გარემოვაჭრეებს, რომლებიც ამბობენ, რომ დაკავებული მათ მიმართ მუდმივად განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა.

მოისმინეთ აქციის მონაწილეთა განცხადებები.

აქ იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. „სამოქალაქო აქტივიზმის და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც დააკავეს თენგიზ ქობალია. სწორედ ამიტომ უდგებიან თავდებში და ფიქრობენ, რომ ის გამოძიებას საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან თავიდანვე თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია ჯანაშიას თქმით, მერია იმიტომ შეარჩიეს, რომ სწორედ აქ დააკავეს თენგიზ ქობალია და გაიყვანეს მიუღებელი ფორმით. ამიტომაც, ითხოვენ გაითვალისწინონ მათ მიერ მომზადებული პეტიციის პირობები და 8 ათასი ხელმომწერის პოზიცია, თენგიზ ქობალიას გათავისუფლების და პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ, სანამ სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მოისმინეთ ციცინო შენგელიას და ხატია ჯანაშიას განცხადებები, რომელიც “ლაივპრესმა” ჩაწერა.

5 თებერვალს ოჯახმა და ნათესავებმა სუსის ზუგდიდის შენობასთან გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე 4 თებერვალს კი თბილისში, მთავარ პროკურატურასთან.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წლის 24 დეკემბერს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება თენგიზ ქობალიას დაკავებაც. ყოფილ მერს და მის მოადგილეს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ისევე როგორც თენგიზ ქობალია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი