fbpx
Hereti FM

თბილისში M²-ის მშენებლობას აპროტესტებენ

194
Share Button

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ “გორაზე” გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები მერიას მიმართავენ არ შეუცვალოს ზონალური სტატუსი 20.000 კვ. მ ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ზონას, არ შეითანხმოს სამშენებლო კომპანია M²-ის მიერ შეტანილი პროექტი, “სადაც მას სურს 4 მაღალსართულიანი კორპუსისა და უზარმაზარი პარკინგის მშენებლობა” და არ გასცეს მშენებლობის ნებართვა.

“ეს სივრცე ჩვენია. ქალაქისაა და ჩვენი დასაცავია! აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი, საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვენტილირდება ვერეს ხეობიდან! აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის! გარშემო არსებულ ვიწრო ქუჩებზე მოძრაობა უკვე გადატვირთულია, დამატებითი 350 (მინიმუმ) მანქანა გამოიწვევს ამ ტერიტორიის სრულ პარალიზებას, სატრანსპორტო კოლაფსს და ჩვენს ყოფას მუდმივ გამონაბოლქვში! აქ არის გერმანელ ტყვეთა სასაფლაო, რომელსაც აოხრება ელის!”, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

მოისმინეთ “ტფილისის ჰამქრის” ხელმძღვანელის, ცირა ელისაშვილის ხმა.

აქციას ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე სამოქალაქო მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან:

პარტიზანული მებაღეობა თბილისში
მწვანე ალტერნატივა
ინიციატივა საჯარო სივრცისათვის
​იარე ფეხით
ტფილისის ჰამქარი
ჩემი ქალაქი მკლავს
​ქალაქგეგმარების რეალური ლაბორატორია
თბილისის ცენტრალური პარკი
ახალგაზრდა მწვანეები
სამოქალაქო მოძრაობა

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი