Hereti FM

დასახლებულ პუნქტებს თავს თეთრი დათვები დაესხნენ

121
Share Button

არქტიკულ ოკეანეში ახალ მიწაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, – თეთრი დათვები დასახლებულ პუნქტებს მასობრივად დაესხნენ თავს. ამის შესახებ არხანგელსკის ოლქის პრესსამსახური აცხადებს.

ახალი მიწის ერთ-ერთ სოფელში უკვე 52 თეთრი დათვია. ხანდახან ისინი აგრესიულები არიან, თავს ესხმიან ადამიანებს და იჭრებიან შენობაში. თავდასხმების შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ჩვეული წესები არ მოქმედებენ, რადგან დათვები დარწმუნდნენ, რომ მათ საფრთხე არ ელით. „მათ აღარ აქვთ რეაქცია ხმოვან სიგნალებზე და მანქანებზე“, – აცხადებენ სოფელში.

თეთრი დათვების პოპულაცია საფრთხის წინაშეა. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ცნობით, დღეს მსოფლიოში 22 ათასიდან 31 ათასამდე თეთრი დათვი ცოცხლობს, თუმცა 2050 წლისთვის ამ ცხოველების რაოდენობა შესაძლოა 30%-ით შემცირდეს. მთავარი მიზეზებია ბრაკონიერობა, გლობალური დათბობა და გარემოს დაბინძურება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი