კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რუსთავში ბიძამ ძმისშვილი მოკლა

რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია.

მოზარდის ბიძა, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 29 წლისაა არის. როგორც ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

როგორც გაირკვა, მკვლელობის ჩადენამდე, გუშინ ახლობლებმა კაცი შესაბამის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა ის არ დაიტოვეს იმის მიუხედავად, რომ მეგობრები მზად იყვნენ, სამედიცინო დახმარებაში თანხაც გადაეხადათ.

მოისმინეთ ბრალდებულის მეგობრების, ლაშა ჟორჟოლიანის და დავით ქებულაძის ხმები.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button