კულტურასაქართველოსიახლეები

გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა პრიზის მფლობელია

ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

წლის აღმოჩენის სექციაში გიორგი შველიძეს ორი კონკურენტი ჰყავდა. ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ გამარჯვებული 9 თებერვალს, ღამით გამოავლინა.

გამარჯვების შემდეგ პირველი ინტერვიუ გიორგი შველიძემ უცხოურ მედიას უკვე მისცა და აღნიშნა, რომ თავი სიზმარში ჰგონია და ეს გამარჯვება არამხოლოდ მისი, არამედ სხვა კინემატოგრაფისტების გამარჯვება და სტიმულია, აკეთონ საკუთარი საქმე.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე“ არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button