მსოფლიოსიახლეები

ჰაიტიზე საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ჰაიტის დედაქალაქში უკვე მესამე დღეა, რაც ანტისახელისუფლებო აქციები იმართება. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

დემონსტრანტები პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის გადადგომას მოითხოვენ. ისინი ქვეყნის პირველ პირს კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობაში, ეკონომკის დასუსტებაში, ვალუტის გაუფასურებასა და ინფლაციის ზრდაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეებმა დედაქალაქში პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და შენობას ქვები დაუშინეს.

საპროტესტო გამოსვლები სხვა ქალაქებშიც იმართება. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 14 სამართალდამცველი კი, დაიჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button