Hereti FM

რუსეთში საპროტესტო აქციები დაკავებებით დასრულდა

83
Share Button

საპროტესტო აქციები მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აქტივისტების დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, მანიფესტაცია მერიასთან შეთანხმებული არ იყო. მიტინგი ქალი პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართა. მანიფესტანტები ორგანიზაცია“ ღია რუსეთის“ აქტივისტის ანასტასია შევჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით გავიდნენ ქუჩებში.

მიტინგის მონაწილეები ამბობდნენ, რომ შევჩენკოს პატიმრობა რუსეთის მთავრობის წევრების მოთხოვნით შეეფარდა. უფლებადამცველების თქმით, ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ხელმძღვანელის დისკრიმინაცია მისი პოლიტიკური პოზიციის გამო ხდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი