Hereti FM

საკადრო წმენდა ზესტაფონის მერიაში

59
Share Button

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პოსტი უკვე დატოვა მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, რომელმაც ოთხი თვის წინ ბესიკ ლეონიძე ჩაანაცვლა.

მალე კი, თანამდებობას, სავარაუდოდ, ზესტაფონის მერი, კახაბერ მახათაძეც დატოვებს. ოფიციალურ მიზეზად სახელდება მისი უთანხმოება მმართველი პარტიის ე.წ ახლების ჯგუფთან. არაოფიციალურად კი, მახათაძეს პრობლემები აქვს სამართალდამცავ უწყებებში.

მოისმინეთ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის ხმა.

მახათაძის სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემებს არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. ზესტაფონის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ მათ ინფორმაცია პროკურატურაში გადაამოწმეს და დადასტურდა, რომ ზესტაფონის მერს სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები არ ჰქონია.

მოისმინეთ ზესტაფონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ”ქართული ოცნებიდან”, უჩა ჩუბინიძის და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, გიგა გაბრიჩიძის ხმები.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მერის წასვლის შემდეგ მერიას მისი გუნდიც დატოვებს. მერის მოადგილის მოვალეობას საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.

მოისმინეთ ეკა დუგლაძის ხმა.

ზესტაფონის მერიაში პრობლემები გასულ წელს დაიწყო. მაშინ კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ, მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის ორგანიზებით, საპროტესტო აქციები მიმიდნარეობდა. მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და მის დაუყონებლივ გადადგომას მოითხოვდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი