fbpx
Hereti FM

საკანალიზაციო ჭიდან ახალშობილი გოგო ამოიყვანეს

284
Share Button

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩვილი დაღუპვას გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურს ქალაქ დურბანის მცხოვრებლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც საკანალიზაციო ჭიდან ახალშობილის ტირილის ხმა მოესმათ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

ბავშვის ამოსაყვანად მაშველებს 3 საათი დასჭირდათ. გოგოს ჰიპოთერმია და სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები აღმოაჩნდა. ის ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ბავშვი ჭაში. მომხდართან დაკავშირებით საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. პოლიცია ბავშვის მშობლებს ეძებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი