მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა

რეორგანიზაციის მორიგი ეტაპის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

37 თანამშრომელი გასაუბრების შედეგად სამსახურში დარჩა, 11 თანამშრომლის საკითხი კი, არც განხილულა, ვინაიდან ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მათ კანონი იცავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია გამოცხადდა 2018 წლის 31 დეკემბერს და პირველი ეტაპი მოიცავდა 60 შტატისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებას. ის პერიოდი გაგრძელდა 15 იანვრამდე, ხოლო შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა გასაუბრებები თანამშრომლებთან. ამის შემდეგ 61 საჯარო მოხელე რიცხოვნობის შემცირების გამო მოხდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცა საჯარო სამსახურის ბიუროს იმისათვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ბიურომ მათთვის მოიძიოს პოზიციები. ყველა, ვინც დათანხმდება შეთავაზებულ საქმეს, გადავა ახალ პოზიციაზე, ხოლო ვინც უარს იტყვის, ერთჯერადი სახით კომპენსაციას მიიღებს.

რაც შეეხება კონკურსების გამოცხადებას დარჩენილ ვაკანსიებზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ეს უკვე მომდევნო ეტაპია.

მსგავსი პოსტები

Back to top button