მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა

ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ჩამოწოლილმა მეწყერმა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, ადგილობრივი ძალებით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მალევე მოხერხდა გზის გახსნა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯიას“ ბრიგადები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

სპეციალური ტექნიკით ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button