fbpx
Hereti FM

ალბანეთში ანტი-სამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა

110
Share Button

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციის მომხრეები ტირანაში მთავრობის მეთაურის სამუშაო ოფისთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, კორდონის გარღვევის შემდეგ კი, სამთავრობო შენობაში შეჭრაც სცადეს.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობით, არეულობის დროს ერთი პოლიციელი და ორი ჟურნალისტი დაშავდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი