მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პატრიარქს მოუწოდებენ, დეკანოზის შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს

თორნიკე მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს. მსჯავრდებული მხარდასაჭერად დღეს საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა გიორგი მამალაძის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე.

მოისმინეთ თორნიკე მამალაძის, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის, ადვოკატ გიორგი ფანცუალაიას, “ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას და რესპუბლიკული პარტიის წევრ ხათუნა სამნიძის კომენტარები.

დამატებითი კვლევების ჩასატარებლად მამა გიორგი მამალაძე დღეს დილით ავერსის კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი სასულიერო პირი, ბადრაგის თანხლებით, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს, სადაც ის ინსულტის ნიშნებით 2 დღის წინ მოათავსეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button