კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. კირკიტაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი იყო. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button