მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“გახარიასგან მივიღეთ მუქარის წერილი”

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. ხაზარაძემ წერილის შინაარსი არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ბანკის მფლობელებისგან რაღაცას ითხოვდა, რაც მათ არ შეასრულეს.

მოისმინეთ მამუკა ხაზარაძის ხმა.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებელს უსმენენ. მამუკა ხაზარაძემ, განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ბანკზე და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში შესამოწმებლად ერთდროულად 4 უწყება შევიდა, რაც 27 წლის ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა.

მისივე თქმით, ამავე წლის ივლისში, მაშინ როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება, თიბისი ბანკზე განხორციელდა კიბერშეტევა. მამუკა ხაზარაძის თქმით, “თიბისის” აიტი-ჯგუფმა მოახერხა გამოევლინა, საიდან ხორციელდებოდა კიბერთავდასხმა და ინფორმაცია შსს-ს მიაწოდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდა, ბანკმა საგამოძიებო უწყებას გადასცა. მან ასევე ისაუბრა იმ პირობაზე, რომელიც დაკითხვის შემდეგ მოსამართლისგან და პროკურატურისგან მიიღო და ის უკავშირდებოდა თიბისი ბანკის საქმის კონფიდენციალურობის დაცვას.

მამუკა ხაზარაძს თქმით, მან მოსამართლისგან და პროკურატურისგან მიიღო დაპირება, რომ გამოკითხვა კონფიდენტციალური იქნებოდა, თუმცა 9 იანვარს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება ფულის გათეთრების კუთხით მიმდინარეობდა.

მოისმინეთ მამუკა ხაზარაძის ხმა

შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები – ეს განცხადება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ არსებობს ბანკის დამფუძნებლებისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ხელშეკრულება, სადაც ბანკის აქციონერებმა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტეს და გაწერეს სამოქმედო გეგმასთან ერთად, ვალდებულებები გაწერეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, ისინი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ყველა საკითხზე ღია საუბრის საშუალებას მისცემენ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ეროვნული ბანკის წარმომადგენელი არ ესწრება. ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ სხდომა დებატების ფორმატში წარიმართება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ.

მოისმინეთ ირაკლი კოვზანაძის ხმა.

მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მხრდიდან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა. პროკურატურის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button