მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი შსს-ს თანამშრომელია

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. როგორც სამინისტროში განაცხადეს, 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომის ვეტერანია და ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. შსს-ს ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით, ზუგდიდში 6 მარტს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button