fbpx
Hereti FM

ბაქოში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

156
Share Button

ბაქოში ბინაგადირის რაიონული პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბინების გაქურდვის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Sputnik”-ის აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს.
დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები – 40 წლის ლაშა აბრამიშვილი, 45 წლის შმაგი გაფრინდაშვილი და 50 წლის რამაზ მაჭარაშვილი, ასევე აგრამის რაიონის მკვიდრი, 31 წლის ვიუსალ მაგერამოვი. ისინი 28 თებერვალს ბინაგადირის რაიონში მომხდარი ბინის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ დააკავეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი