მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთში სამშობიარო სახლს მშობიარის მიღება აეკრძალა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლის, სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას, საქმიანობის უფლება შეუჩერდა. მიზეზად შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობა სახელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის მიხედვით, მედ პერსონალს არ შეუძლია მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც კი, რასაც ექიმების განმარტებით, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. მათივე თქმით, საკუთარი ძალებით არსებული პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ. ფოთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კანონის მიხედვით, სამშობიარო სახლს ვერ ეხმრებიან, რადგან ის კერძო საკუთრებაა, თუმცა
მაჟორიტართან ერთად, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, უკვე დაიწყო
მუშაობა.

მოისმინეთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელ დარეჯან ცხვიტარიას და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს მაია მაკალათიას კომენტარები, რომელიც ფოთის ტელეკომპანია “მეცხრე ტალღამ” ჩაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button