Hereti FM

იაპონიაში სამგზავრო ნავი ვეშაპს დაეჯახა

84
Share Button

იაპონიაში სამგზავრო ნავი ვეშაპს დაეჯახა. შედეგად 87 ადამიანი დაშავდა. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

ნავი სახელად „გინჰადა“ ქალაქ ნიიგატადან კუნძულ სადოს მიმართულებით მიემგზავრებოდა. ბორტზე სულ 121 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდნენ.

ავარიის დროს ნავი საათში 80 კილომეტრის სიჩქარით მიდიოდა. სწორედ ამიტომ, სამგზავრო ნავს ხშირად „წყლის ვერტმფრენს“ უწოდებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის მძიმე შედეგები ნავის მაღალ სიჩქარესთან არის დაკავშირებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი