მნიშვნელოვანისაქართველო

გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე ელექტრონულად უნდა გაიარონ.

რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანია. პირველ ჯერზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა და საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. რეგისტრაციის პროცესი 3 აპრილამდე გაგრძელდება. 

3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის საღამოს 6 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

დღესვე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაციაც იწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button