Hereti FM

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

32
Share Button

გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს დარბაზში, რის შემდეგაც მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიან მოსამართლეს უთხრა, რომ მან „გაასამართლა ადამიანი მკვლელობისთვის, მოკლული კი ცოცხალი აღმოჩნდა“.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი 12 მარტის სასამართლო სხდომაზე კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და მის თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა სასამართლოში და 2000 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი წერილიც მიიტანა, თუმცა მოსამართლის უარი მიიღო.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი