Hereti FM

„იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ

17
Share Button

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩენილ ოთხ გუნდს: „ტოტენჰემს“, „აიაქსს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „რომას“ 12 მარტს კიდევ ორი დაემატა – „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“.

„იუვენტუსმა“ ტურინში მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და სამი კვირის წინ სტუმრად განცდილი მარცხისთვის (0:2) ღირსეული რევანში აუღო – კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ თრიქით 3:0 მოუგო.

„მანჩესტერ სიტის“ გელზენკირხენის „შალკესთან“ საშინაო მატჩში, მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა, რადგან სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული, მაგრამ კიდევ ერთხელ აჯობა მოწინააღმდეგეს, თან ისე, რომ წარმატების მცირე შანსიც არ მისცა – 7:0.

მეოთხედფინალის ბოლო ორი საგზურის მფლობელი ამაღამ გაირკვევა. „ბარსელონა“ „ლიონს“ უმასპინძლებს, „ბაიერნი“ – „ლივერპულს“. ამ გუნდების პირველი თამაშები 0:0 დასრულდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი