fbpx
Hereti FM

თელავში ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” ოფისი გაიხსნა

117
Share Button

ალეკო ელისაშვილმა ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, მის მიერვე დაფუძნებული “სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონული ოფისი გახსნა თელავში. თქვა, რომ  სამოქალაქო მოძრაობის მთავარი მიზანი მოქალაქეების გააქტიურება იქნება. ასევე  მონიტორინგს გაუწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას.

ელისაშვილმა პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა: „სირცხვილია, რომ ამ ტურისტულ ქალაქში არც მუდმივი წყალია და არც მუნიციპალური ტრანსპორტი. სხვა არ მოვა და ჩვენ საქმეს არ გააკეთებს, ყველა ჩვენგანი უნდა გაერთიანდეს ჩვენივე ქვეყნის კეთილდღეობისთვისო“- განაცხადა ელისაშვილმა.

მან ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ ”სამოქალაქო მოძრაობის“  ერთ-ერთი  მიზანია,  დაიმსხვრეს ის საბჭოური სტერეოტიპი, რომ ვიღაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება.

არავინ მოაგვარებს ჩვენს მაგივრად პრობლემებს. ქუჩა რომ არის დანაგვიანებული, ამას ჩვენ უნდა მივხედოთ, ხელისუფლება რომ კორუფციაშია ჩაფლული, ჩვენ უნდა ვაგებინოთ პასუხი’’,- განაცხადა ელისაშვილმა.

“სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციას სამოქალაქო აქტივისტები, ნინო გოგოლაშვილი და აჩიკო მჭედლიშვილი უხელმძღვანელებენ.

დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა და საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სამოქალაქო მოძრაობა 2018 წლის დეკემბერში დააფუძნა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი