Hereti FM

ლარნაკაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

74
Share Button

კვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 8 ადამიანი  აეროპორტში გააჩერეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. ისინი მეოთხე დღეა აეროპორტის წინასწარი დაკავების ობიექტზე იმყოფებიან. მათ შორის არის მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ონიანი.

დაკავებულთა განცხადებით, მათთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ირწმუნებიან, რომ საბუთები წესრიგში აქვთ და ლარნაკაში ტურისტული ვიზიტით ჩავიდნენ. .

8-ვე მგზავრს ლარნაკას სავარაუდოდ, 16 მარტს, შაბათს დაატოვებინებენ და საქართველოში დააბრუნებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტზეა. უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებმა ტურისტული ვიზიტი ვერ დაადასტურეს, რასაც მათი საზღვარზე გაჩერება მოჰყვა.  

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი