Hereti FM

მეჩეთზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

48
Share Button

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შეიარაღებული მამაკაცი ქალაქ ქრაისტჩერჩ-ში მდებარე ერთ-ერთ სამლოცველოში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. პარალელურად, ის თავდასხმას ინტერნეტის საშუალებით, ლაივ რეჟიმში აჩვენებდა.

კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება მეჩეთში მყოფებს, შემდეგ კი სროლას გარეთ განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. მოგვიანებით თავდასხმა ქალაქ ქრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, საავადმყოფოში ორი დაშავებული გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. სპეცოპერაცია ქრაისტჩერჩში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი