მსოფლიო

ნიკოლას მადურომ ვენესუელის მთავრობა დაითხოვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელის მთავრობა დაითხოვა. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრების პოსტებიდან გათავისუფლება, კაბინეტის სრული რესტრუქტურიზაციის ნაწილია და მადურომ ეს გადაწყვეტილება ვენესუელის სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცვის მიზნით მიიღო.

თავად ნიკოლას მადუროს ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია. სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ კი, ბრძოლის ახალი ეტაპის შესახებ განაცხადა, რომელიც მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლესთან ხალხმრავალი მარშით დასრულდება.

ვენესუელაში უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ოპოზიცია, მისი ლიდერის, დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მეთაურობით, ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.

გუაიდოს მხარს უჭრენ აშშ, ევროკავშირის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა უმეტესობა, კანადა, ავსტრალია და კიდევ არაერთი ქვეყანა. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მხარდამჭერია საქართველოც.

მსგავსი პოსტები

Back to top button