მნიშვნელოვანისაქართველო

პროკურატურამ “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი გამოკითხა

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან 8 თვის თავზე პროკურატურამ ბანკის გენერალური დირექტორი პირველად გამოკითხა. ვახტანგ ბუცხრიკიძე მთავარ საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა. უკვე დღეს კი ის გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ გამომძიებლებს არ დაუსვამთ არც ერთი შეკითხვა იმ მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგანმიიღო. „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კითხვაზე, იცოდა თუ არა სკანდალური წერილის არსებობის შესახებ, აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუმცა დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა.

ბუცხრიკიძემ დაადასტურა, რომ პროკურატურაში მისი გამოძახების მიზეზი 11 წლის წინანდელი ტრანზაქციები იყო, რომელთა დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. სკანდალური გზავნილის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ.

პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად, ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთოს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button