მნიშვნელოვანისაქართველო

თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა

თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი. 

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.  ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია. 

ყაზტრანსგზაში “თქვეს, რომ აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button