მნიშვნელოვანისაქართველო

ტაქსის მძღოლების აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების აქციას მართავენ.  ისინი ახალი რეგულაციების გადავადებას და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ ტაქსების გადაღებვის ვალდებულება, წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერება, ასევე მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი მანქანების მძღოლებისთვის მუშობის შეზღუდვა უნდა გადაიხედოს.

აქციის მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და დედაქალაქის მთავრობა მძღოლების ნაწილის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button