Hereti FM

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმროს ნაწილი დაიწვა

97
Share Button

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „გუცას“ სხვენში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თქვეს, რომ დამწვარია 250 კვ.მ. ფართობი.

„არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ცეცხლი არ გავრცელდა გვერდით მდებარე შენობებზე. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი