Hereti FM

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი იქნება

78
Share Button

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის.

სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. გადაწყვეტილება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 

მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, თუმცა მასშტაბური გაყალბების გამო, მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი