მნიშვნელოვანისაქართველო

დღეიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში

ნარკო-ტესტირების ფორმა და მეთოდები რადიკალურად იცვლება. დღეიდან მძღოლებს შესაბამის დაწესებულებებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ სპეციალური აპარატი მოქალაქის ნარკოტიკულ თრობას დაადასტურებს. მკაცრდება სასჯელიც. ნარკოტიკული ან ფსიქტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება და სასჯელის ზომად ერთწლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები, კანონის გამკაცრებით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ვარაუდობენ.

დღეიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება.

კანონდარღვევის შემთვევაში პირველ  ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი. ბიოდეგრადირებადი პარკს პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას  3-6 თვეში იწყებს და პროცესი 24 თვეში სრულდება. პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკონტროლებს. 

პარკების იმპორტს კი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური. რაც შეეხება პარკების რეალიზატორებს, მად ზედამზედველობას გაუწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 

მსგავსი პოსტები

Back to top button