მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში მშენებარე სასტუმროს კედელი ჩამოინგრა – დაშავებულია ოთხი მუშა

თელავში, სოფელ ართანაში,  ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მშენებლობის დროს კედელი ჩამოინგრა და ხარაჩო ჩამოიშალა. დაშავებულია ოთხი მუშა. ინფორმაცია რადიო ჰერეთს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, „დაშავებული მუშების მდგომარეობა არ არის მძიმე“.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს  დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა,  დაშავებულები კონტაქტურები არიან და მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საქმის შეწავლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button