fbpx
Hereti FM

“ჰერეთი” ბათუმში, FM97.3-ზე ახალ, მეოთხე რადიოსადგურს გაუშვებს

1 289
Share Button

,,ჰერეთი“ ბათუმში, FM97.3-ზე ახალ, მეოთხე რადიოსადგურს გაუშვებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ქალაქ ბათუმში, FM97.3-ზე საერთო რადიომაუწყებლობის ახალი ლიცენზია მიანიჭა.

ეს გადაწყვეტილება დღეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმეორებით სხდომაზე იქნა მიღებული. ამას წინ უძღოდა ორი ინსტანციის სასამართლო პროცესი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდა და ,,ჰერეთის“ სასარგებლოდ დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთის“ დოკუმენტაციის შესწავლა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა დაავალა.

რამაზ სამხარაძე, ,,ჰერეთის“ დამფუძნებლი ამბობს რომ მალე ბათუმში ახალი დამოუკიდებელი რადიოსადგური მაუწყებლობას დაიწყებს.კომისიის აღნიშნული ამ გადაწყვეტილებით, ჰერეთმა ფაქტობრივად კომიისის მუშაობის პრაქტიკაც შეცვალა, კერძოდ კი კომისიამ კენჭისყრის პროცედურის ძველი პრაქტიკა შეიცვალა.

მიხეილ ჯახუა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჰერეთის ინტერესებს იცავდა, ამბობს რომ დადგინდა ლიცენზიების გაცემის განსხვავებული რეჟიმი.

საქმე ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსს “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ქ.ბათუმში”, სადაც ჰერეთთან ერთად რადიო “პალიტრაც” მონაწილეობდა. ახალი კონკურსი კომისიამ იმავე სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა ჩაშლილ კონკურსზე კონკურსანტებს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები არ ჩაეთვალათ. გარდა ამისა, კონკურსანტებს ხელახლა უნდა წარედგინათ ახალი დოკუმენტაცია. პალიტრამ ახალ კონკურსზე დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინა, ჰერეთმა კი ჩაშლილი კონკურსი გაასაჩივრა.

ჰერეთი ახალ, რიგით მეოთხე რადიოსადგურს, რომელის მდებარეობაც ბათუმში იქნება, უახლოეს მომავალში გაუშვებს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 20 წელია მედიაბაზარზე. 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს – RelaxWebRadio – ს. ჰერეთის 100% წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე, მედიამენეჯერი.

წინა ხელისუფლების პირობებში, ჰერეთმა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას”, ასევე სასამართლო გზით, მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა მოუგო. მაშინ კომპანია კომისიას თბილისში ლიცენზიის არაკანონიერად გაცემას ედავებოდა.

ჰერეთის ინტერესებს ორივე შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი