Hereti FM

სატელევიზიო ანძაზე ელექტოენერგიით მომარაგება აღდგა

177
Share Button

ამ დროისთვის დედაქალაქის სატელევიზიო ანძაზე ელექტროენერგია აღდგენილია.

დღეს 8 აპრილს, ნაშუადღევს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ავარიულად გაითიშა თბილისის სატელევიზო ანძაზე ელექტრომომარაგება, რამაც მაუწყებელთა პარალიზება გამოიწვია. ეთერის გარეშე დარჩა სატელევიზო და რადიომაუწყებელთა დიდი ნაწილი.

ანძის გენერალური დირექტორის მოადგილემ ბორის ადამიამ, რადიო თბილისს განუცხადა, რომ თელასის მხრიდან გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც ავარიული გათიშვაც დაერთო.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გეგმიურ სამუშაოებს თელასი ისე ატარებს, რომ არ აფრთხილებს ამის შესახებ კერძო მაუწყებლებს” – ამბობს რამაზ სამხარაძე სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორი.

“ეს კომპანია აბსოლუტურად გაუფრთხილებლად წყვეტს ელექტროენერგიით მომარაგებას, რის გამოც ჩვენ მაუწყებლები მნიშვნელოვნად ვზარალდებით, ზიანდება ჩვენი ტექნიკა და ვკარგავთ მსმენელს კონკრეტული დროის მონაკვეთში” – აცხადებს რამაზ სამხარაძე, რომლის თქმითაც, რადიო თბილისი, დედაენის ბაღის ტერიტორიიდან ახლაც გენერატორზე მაუწყებლობს.

ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება დედაქალაქის დიდ ნაწილს, თელასის ფეისბუქ გვერდი კი იტყობინება, რომ გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს.

” გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ალექსანდრე დიუმას (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, ავლევის, ბარათაშვილის, ვერცხლის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ქავთარაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, კვერნაძის, ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კოდორის და ბოჭორიშვლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და ქსნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, თოიძის, ჯავახიშვილის, გორკის, ციმაკურიძის, ხეთაგუროვის, უშანგი ჩხეიძის, თვალჭრელიძის (ნაწილობრივ), სულაშვილის, მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, საბჭოს (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვის და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, სპარტაკის, კალატოზის, ახვლედიანის, ურიცკის, სამოქალაქოს და იორის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, ბაქრაძის, კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, თვალჭრელიძის, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანის და მილორავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აღნიშნულია თელასის გვერდზე.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი