მნიშვნელოვანისაქართველო

გლობალსელი 10 წლისაა

“გლობალ სელი“ 10 წლისაა. კომპანია, რომელიც 100 % ქართული ინვესტიციაა, 2009 წლიდან ოპერირებს და წარმატებით ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს (ევროპული, ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრებით) უფასო ზარებით როუმინგში.

როგორც გლობალსელი იუწყება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს 18 საათამდე, ვინც კომპანიის აბონენტი გახდება საჩუქრად ბალანსზე 10 ლარს მიიღებს.

“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ უფასო შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში და ისარგებლონ საუკეთესო ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის და 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat – “გლობალ სელის” უმაღლესი სტანდარტია.

„გლობალ სელის“ როუმინგით სარგებლობს 100 000-მდე აბონენტი, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საცალო კლიენტები.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ჩვენს პარტნიორ “გლობალსელს” ულოცავს იუბილეს და უამრავ წარმატებას უსურვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button