მნიშვნელოვანისიახლეები

გორში ძაღლები მოწამლეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, ძაღლების მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას, რადიო ,,თრიალეთზე” დაყრდნობით, გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ავრცელებს.

შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქემ, რომელსაც ცხოველები ყავდა შეფარებული, დილით აღმოაჩინა, რომ ერთი ძალღლი მკვდარი იყო, დანარჩენი 5 კი მოწამლული. მან ამის შესახებ, პოლიციას აცნობა, ცხოველები კი, მკურნალობის მიზნით, ადგილობრივ თავშესაფარში იქნენ გადაყვანილი.

შეგახსნებეთ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მხარი დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ცხოველების მოკვდინების შემთხვევას ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

ფოტოები: ,,თრიალეთი”

მსგავსი პოსტები

Back to top button