fbpx
Hereti FM

რადიო ციტრუსი FM97.3 – მალე, ბათუმში

390
Share Button

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, აჭარაში ახალი ბრენდით – რადიო ციტრუსით შევა, რომელიც ბათუმიდან იმაუწყებლებს სახელით – რადიო ციტრუსი, ტალღაზე FM97.3 . რადიო ციტრუსი პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგურია, რომლის ოფისი და სტუდიაც ბათუმში იქნება. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით საქპატენტში ახალმა ბრენდმა რეგისტრაციის პროცედურები წარმატებით გაიარა.

“ბათუმში,აჭარაში ახალი ბრენდით და სახელით შევალთ. მაქსიმალურად ვეცადეთ დასამახსოვრებელი, რეგიონთან ასოცირებული, გემრიელი, მედიისთვის დამახასიათებელი: ტკბილიც და მჟავეც, ტალღოვანიც – ერთად ყოფილიყო…შევიძინეთ ვებგვერდიც, რომელის მისამართსაც ლოგოზე ხედავთ და მალე გაეშვება”- ამბობს რამაზ სამხარაძე.

ციტრუსი – რომელიც ყველას გვიყვარს, რადიო ციტრუსი/CITRUSFM -მალე, პირველი დამოუკიდებელი ადგილობრივი რადიოსადგური აჭარაში, ბათუმში – რომელსაც აუცილებლად შეიყვარებთ 

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს და სამი რადიოსადგურითაა წარმოდგენილი: ჰერეთი FM102.8, თბილისიFM93.5 და ვებრადიო Relaxwebradio. ჰერეთმა დამოუკიდებელი მაუწყებლობა კახეთის რეგიონში 1998 წელს დაიწყო. კომპანიის 100 % წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე, მედიამანეჯერი. რადიო ციტრუსი FM97.3 კომპანიის რიგით მეოთხე რადიოსადგური იქნება.


ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი