fbpx
Hereti FM

ლაგოდეხის ორ სოფელში ახალი სკოლა აშენდება [Photo/Audio]

482
Share Button

ლაგოდეხის ორ სოფელში: კაბალსა და ჰერეთისკარში ორი სკოლა აშენდება, კიდევ ორ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პედაგოგებსა და მოსახლეობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა  გააცნო. ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ ჰერეთისკარში  საჯარო სკოლის მოსწავლეებს წლებია გაკვეთილები  ამორტიზირებულ შენობაში უტარდებათ.  პედაგოგთა თქმით, დაზიანებულია  კედლები,  შენობის სახურავი და იატაკი. 

“განათლება ერთის მხრივ გულისხმობს ძლიერ და კომპეტენტურ პედაგოგებს და მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურულ გარემოს, სივრცეს, სადაც ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი უნდა წარიმართოს. ამ მიზნებზე მუშაობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ შედეგები”, – განუცხადა რადიო “ჰერეთს” მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და დეპუტატმა  მარიამ ჯაშმა  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირებული ლაგოდეხის პირველი და სოფლების: განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის საჯარო სკოლებიც დაათვალიერეს.  მათ წარჩინებულ მოსწავლეებს  საზეიმო ვითარებაში გადასცეს  ოქროსა და ვერცხლის მედლებიც.

მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძის,  დეპუტატის სალომე ჯაშის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის და საკრებულოს წევრის,  სალომე ღონღაძის ხმა 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი