fbpx
Hereti FM

იტალიამ საქართველოს, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის, 2 მილიონი ევრო გამოუყო

152
Share Button

იტალიის მთავრობამ საქართველოს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხის რისკების დეტალური შესწავლისთვის, 2 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.

 ,,თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა დაპროგნოზირების სისტემის დანერგვა. ასევე იგეგმება ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღეისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰაერის 7 ავტომატური და 1 მობილური სადგური ფუნქციონირებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი