fbpx
Hereti FM

Grapc-ს კვლევა – სკოლის მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს

145
Share Button

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან, მოზარდების 75 % კი, ინფორმაციას ყველაზე ხშირად, ინტერნეტ-რეკლამით იღებს. კვლევის შედეგები, ორგანიზაციის დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა.

,,ამ კვლევის შედეგები, არის საკმაოდ მძიმე. სკოლის მოსწავლეების 48 პროცენტს, აქვს შეხება აზარტულ თამაშევთან, მიუხედავად იმისა, რომ იდეაში, კანონი კვიკრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებთან შეხებას”, – განაცხადა გუგა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება მოზარდთა დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ.

კვლევის ფარგლებში, 14-იდან 18 წლამდე 500 მოსწავლე გამოიკითხა. მათ შორის, 55% ბიჭი, 45% კი გოგონა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი