fbpx
Hereti FM

საინტერესო ფაქტები, არია სტარკისა და მეისი უილიამსის შესახებ

186
Share Button

14 აპრილს, ,,სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის პირველი სერიის პრემიერა შედგა. დღეს, 15 აპრილს კი, მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის – არია სტარკის როლის შემსრულებელი, მეისი უილიამსი თავის 22-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.

გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს, მეისისა და მისი პერსონაჟის შესახებ:

მსახიობის ნამდვილი სახელი, მარგარეტ კონსტანცია უილიამსია, თუმცა მეისი მას ახლობლებმა შეარქვეს ადრეულ ასაკში, ბრიტანული კომისქსის, perishers-ის ერთ-ერთი პერსონაჟის გამო, რომელიც აღწერილობის მიხედვით, ძალიან ჰგავს სტარკების უმცროს გოგონას – მასავით მოუსვენარია და არაფერი აქვს საერთო ,,ლედისთან”.

კასტინგი არიას როლის შემსრულებლის მოსაძებნად, სერიალის შემოქმედებითი გუნდისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. მის როლზე, 200-ზე მეტი ახალგაზრდა მოსინჯეს.

ფოტო: FanPop

არიას სცენების გადაღებისას, მეისის გამუდმებით უხდებოდა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ  წიგნის მიხედვით, არია ცაციაა. ამის გამო, მას ჭამისას, კოვზის მარცხენა ხელით დაჭერა, ცაციასავით წერა და ხმილის გამოყენების სწავლასთან ერთად, იმის ათვისებაც მოუხდა, როგორ გაეკეთებინა ეს მარცხენა ხელით.

მეისი ვერ იტანს ძალადობრივ და სისხლიან სცენებს. მართალია, სერიალის გადაღებებისას მას არაერთხელ მოუხდა იარაღის გამოყენება, თუმცა არასდროს უყურებს მსგავს სცენებს.

არიას მიერ, ვოლდერ ფრეის მკვლელობის სიჟეტი, ,,მზარეული ვირთხის“ ლეგენდის შინაარსს იმეორებს, რომლის შესახებაც, ბრაიან სტაკისგან სმენოდა. ზღაპრის მთავარმა პერსონაჟმა, ანდალების პრინცი ნაკუწებად აქცია და მისგან ნამცხვარი გამოაცხო, რომელიც მეფეს მიართვა საჭმელად.

ფოტო: HELEN SLOAN/HBO

მეისი ცხოველების მოყვარულია. სამეფო კარის თამაშებში, სტარკების მიერ შეკედლებული ერთ-ერთი მგლის, ნაიმერიას როლი, სწორედ მისმა ჰასკიმ შეასრულა. წიგნში აღწერილ ცხოველს რომ დამსგავსებოდა, ძაღლს ბეწვი შეუღებეს. სწორედ ამიტომ არ გაჭირვებიათ ისეთი სცენების გადაღება, სადაც ნაიმერია თავის პატრონს, არიას უჯერებს.

არია სტარკი ბრიტანეთის საფოსტო მარკაზეა გამოსახული. თემატური მარკები 2018 წელს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ გამოუშვა სერიალის 15 მთავარი გმირის გამოსახულებით.

და ბოლოს, სერიალში, არია და სანსა ერთმანეთს ვერაფერში უგებენ, რეალურ ცხოვრებაში კი, მეისი და სოფია განუყრელი მეგობრები არიან. მათ ხელზე ერთნარი ტატუები აქვთ – 07.08.09 – სწორედ ამ დროს გაიგო ორივე მათგანმა, რომ საოცნებო როლები მიიღეს.

ფოტო: hellomagazine

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი